იმდენად დიდხანს მეძინა, რომ ფიქრებში მოვკვდი...
დათო ტურაშვილის კლინიკური სიკვდილის ამბავი გამახსენდა. ბავშვობაში ისე ჩამრჩა, თითქოს სიკვდილის ყველაზე ზუსტი აღწერა ყოფილიყოს.

გვირაბში პუშკინი არ მინახავს, მაგრამ უამრავი სახე ჩანდა. დიდ სისწრაფეზე მიმავალი მხოლოდ ერთ სახეს ვხედავდი მკვეთრად. იგი სულ თან მსდევდა.
ნელ-ნელა ყველაფერი უკან მოვიტოვე. ვგრძნობდი, რომ მალე ვეღარაფერს ვიგრძნობდი. გაუგებარი თანმიმდევრობით ვკარგავდი ყველაფერს, რითაც ადრე ვიყავი სავსე. სათითაოდ ყველა წელი დამავიწყდა. აღარც ფიქრები, აღარც გრძნობები, აღარც ნაცნობები, ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრებიც კი... სულ მეტად ვიცლებოდი.
"ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ, მაგრამ ჭურჭლის არსს მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის..." - ლაო ძი.
ამ გამონათქვამმა ერთხელ უკვე დამაფიქრა. მაშინ უბრალოდ ვწერდი კონკურსისთვის, ახლა კი თითქოს ვამტკიცებდი...
თანდათან განვიძარცვე ყოველივესგან და ისეთი მსუბუქი გავხდი, რომ უფრო და უფრო მეტი სისწრაფით მიმაქანებდა... უკანასკნელი, ვინც დავინახე იყო... "დედა" - გავიფიქრე და იმავე წამს დამავიწყდა. მხოლოდ ექოსავით ჩამესმოდა სიტყვა "დედა" და ვეღარ ვხვდებოდი რას ნიშნავდა.
ისევ ეს სახე. თითქოს ჩემს უკან დაბრუნებას ცდილობდა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ აღარაფერი მესმოდა. რატომ ცდილობდა? - მინდოდა მეფიქრა, მაგრამ აღარც ეს შემეძლო.
გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანდა. ჩანდა მხოლოდ ის, რომ სადღაც იყო დასასრული. ცარიელი თიხის ჭურჭელი, რომელშიც ხელშეუხებელი სულიღა იყო დარჩენილი, მორჩილად მიემართებოდა შემქმნელისკენ. მას აღარც სახელი ერქვა, აღარც ადამიანს ჰგავდა რამით. ადამიანად ყოფნის დროს ღირებულით ვერაფრით შეავსო, ამიტომ ჩამოერთვა ეს უფლება და ახლა კვლავ საწყის წერტილს უბრუნდებოდა.

ჭურჭლის არსი... სიცარიელე... ცოტაც...
...
თითქოს რაღაც ძალამ პირდაპირ ჩემს წინ ჩამოამხო ეს გვირაბი. ისე უცებ და მკვეთრად გავჩერდი, რომ რაღაცასთან ჭიდილში და რყევაში გამომეღვიძა. ბნელ ოთახში აღმოვჩნდი და დაბრუნებულმა გონებამ ძლივს აღიქვა რა მოხდა.
სიბნელეში მხოლოდ იმ სახეს ვხედავდი. "ნეტავ ვინ არის?" - ვფიქრობდი და გამახსენდა...
No comments:
Post a Comment